Tuesday, December 9, 2014



ჩემი პორტფოლიო





მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი პროექტების შესახებ, რადგან ტექნიკური პრობლემების გამო ყოველთვის ვერ ვწერდი რეფლექსიას. დავინახე რამდენად დაეხმარება პროექტი სწავლის პროცესს და მოაზროვნე მოსწავლის ჩამოყალიბებას, მნიშვნელოვანია პროცესების დროს თვითშეფასებების გააზრება და ნაშრომის იმ სახით წარმოდგენა რომელიც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარების მქონე ადამიანის ჩამოყალიბებას და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას.
ვიმსჯელეთ ფასილიტაციის ნიმუშებზე, დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი როგორც ფასილიტატორი, განსაკუთრებით დიფერენცირებისას. ვფიქრობ მომავალში უფრო ზუსტად გავიაზრებ რადგან სპეციფიკაში მგონიმ გავერკვიე.

Sunday, November 30, 2014

დღევანდელი ტრენინგი მეტად საინტერესო იყო, რადგან შევისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,რაც დამეხმარება პროექტის თანმიმდევრულად და ხარისხიანად წარმართვაში.